საერთაშორისო დონეზე გიწოდებენ დამფრთხალ და მშიშარა ხელისუფლებას

სოციალურ ქსელში, ხელისუფლების უპასუხისმგებლო პოლიტიკით შეშფოთებული, ქალბატონი ლელა ჯეჯელავა შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

“იმდენი ეძახეთ სააკაშვილს მშიშარა, მტრის შიშით ჰალსტუხი ჭამაო, დაგიბრუნდათ ყველაფერი უკან. საერთაშორისო დონეზე გიწოდებენ დამფრთხალ და მშიშარა ხელისუფლებას. ხო და მე იმას ვჩივი ახლა, ყველაფერი თუ ასეთი სისწრაფით და ხარისხით მოგიბრუნდათ უკან, თქვენ ხომ მძიმე ხვედრი გელით, მაგრამ თუ ამ ქვეყანასაც შარში გახვევთ და პირადად მე, ეს მაწუხებს თქვენს ბედზე მეტად”.