“ვლადიმერ პუტინმა უნდა გაიგოს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ტომრებში მოთავსებულ მიცვალებულებს მიიღებს მოსკოვში”, – რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ციტატას აფასებს და დასძენს:
“ვლადიმერ პუტინმა უნდა გაიგოს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ტომრებში მოთავსებულ მიცვალებულებს მიიღებს მოსკოვში”, – რამდენიმე წუთის წინ განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვენდი შერმანმა.
დიდი ხანია, ასეთი ღია და პირდაპირი ტექსტი არ მომისმენია ამ დონის დიპლომატისგან, რაც იმაზე უნდა მიანიშნებდეს, რომ ყველაფერი იმაზე სერიოზულადაა, ვიდრე აქამდე შეიძლება ჩანდა.
კრიტიკული მომენტი ახლოვდება!