“ლონდონებში, ვაშინგტონებში და პარიზებში რომ დიპლომებს აიღებ, ზოგჯერ ვერ აიღებ , მაგრამ CVში მაინც ჩაწერ, მერე რომ გაძვრები, გამოძვრები, სამსახურს იშოვნი, უფროსს ყავას მოუდუღებ, სიგარეტზეც გაეგზავნები, სახეზე სულ ღიმილი გაქვს გადღაბნილი, სპორტ დარბაზში დადიხარ იმიტომ რომ ხერხემალი არ გაგეღუნოს მუდმივად წაკუზულ მდგომარეობაში მყოფს, გაძრომის მერე , ვიღაცას შეუძვრები, მთავრობაშიც მოხვალ, ხელზე Rolex -ს გაიკეთებ, ფეხზე Balenciaga-ს ამოისხამ, კომოს ტბაზე ისაუზმებ, დუბაიში ივახშმებ, იშტოიანსაც ნახავ, ხელსაც ჩამოართმევ, წარბების შეკვრასაც ისწავლი, წაკუზული ხელქვეითების დანახვით რელაქსსაც მიიღებ და ერთ მშვენიერ დღეს მაინც ქუჩარა ან კაკუტა დაგეჭყანება სარკიდან . არ უნდა მესმინა მდინარაძე კობახიძის განცხადებებისთვის აშკარად.”-
•