ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას, განსხვავებელი შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. პოზიცია და ოპოზიციის დაპირისპიების საგანი კვლავაც გახარიას პარტიის წევრის თავმჯდომარედ არჩევა გახდა.

„გახარიას პარტიის წარმომადგენლების გაცხარება ალბათ გახსოვთ, როდესაც ჩვენ მათ ვეუბნებოდით, რომ ისინი გახდნენ „ნაცმოძრაობის“ დანამატები. დღეს ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ზუგდიდში, მათი მხრიდან კოალიციის შეკვრით. ეს არის კიდევ ერთი კონკრეტული მაგალითი, როდესაც მათ დაალაგეს კოალიცია-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ჩვენ გვახსოვს თუ როგორ ემუქრებოდა გიორგი გახარია საპარლამენტო ტრიბუნიდან „ნაციონალურ მოძრაობას“, მე თქვენ დაგამთავრებთო. შემდეგ მივედით იქამდე, რომ ის და მისი პოლიტიკური ძალა პრაქტიკულად „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფად იქცა, ეს უბრალოდ ტრაგიკული სანახაობაა“, – განაცხადა წულუკიანმა.

უკიდურესად მცდარი გადაწყვეტილება. რაც მთავარია, ეს საზიანო იქნება ქალაქისთვის და ამ ქალაქის ყველა გულშემატკივრისთვის. არ შეიძლება კრიმინალთან შეთანხმება, არ შეიძლება მორალთან კომპრომისი! ამ გადაწყვეტილების შედეგს ისევ ჩვენ მოვიმკით და თან მალე. ძალიან გულდასაწყვეტია

ოპოზიციამ კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი საკრებულო გამოგლიჯა ქართულ ოცნებას. მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა კონკრეტული პარტიის და მისი ხელმძღვანელის მიმართ, სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, ხშირად, არცთუ სასიამოვნო ტაქტიკური გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო.