გიგი უგულავას ინიციატივას ოპოზიციური ფლანგი გაერთიანდეს “ნაციონალური ქოლგის”ქვეშ, დიდი გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. გთავაზობთ სხვადასხვა პოლიტიკოსების შეფასებებს.

არ ვაპირებთ ნაციონალურ მოძრაობის ქოლგის, ქოლგასთან და ასე შემდეგ დგომას. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებთან რა თანამშრომლობის ფორმატი გვექნება, ამაზეც დღეს არ ვმსჯელობთ. თუმცა ხვალ, ზეგ ამაზე დაფიქრება, ალბათ, მოგვიწევს. დღეს ამაზე არ ვმსჯელობთ. დღეს არის სტრატეგია აღმაშენებელი, რომელსაც აქვს საკუთარი ინიციატივები, ჰყავს წარმომადგენლები პარლამენტში, საკრებულოებში. გვაქვს კონკრეტული თემები, რომლებიც ხალხს აწუხებს, რომელთან დაკავშირებითაც გამოვდივართ, ვუქმნით დისკომფორტს ხელისუფლებას.

ფრთიანი ფრაზები არსებობდა, შალვა ნათელაშვილის ფანჩატური, ახლა ეს ფანჩატური, ტერმინი შეიცვალა ქოლგით, ეს იგივეა პრაქტიკულად, მაგრამ პარტიები უნდა დაფიქრდნენ, ვიდრე ამ ქოლგის ქვეშ აღმოჩნდებიან, არ აღმოჩნდნენ რეპრესიულ მდგომარეობაში, ვინაიდან ნაცმოძრაობის სატელიტებად იწოდება ღიად ყველა და არავითარი განსხვავება არაა კონკრეტულ პარტიასა და ნაცმოძრაობას შორის, ვინც ფანჩატურიდან ქოლგის ქვეშ გადაინაცვლებს.

ნება უნდა ემყარებოდეს ღირებულებებსა და შეხედულებებს. ნებსმიერი სხვა ტიპის გაერთიანება ან თვითონ არის წარუმატებლობისთვის განწირული ან ქვეყანას მოუტანს წარუმატებლობასა და კატარსტროფას, ამის მაგალითია ქართული ოცნება, ამიტომ ამ იდეას სერიოზულად არც კი განვიხილავთ ევროპულ საქართველოში.