პრეზიდენტის მიმართვა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის” ცნობას, „ტვიტერზე” გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

„საქართველო კატეგორიუად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების, დონეცკისა და ლუჰანსკის „აღიარებას“, რაც იმეორებს სცენარს, რომელმაც გამოიწვია ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია”, – წერს პრეზიდენტი.

ზურაბიშვილი მიმართავს პრეზიდენტ ზელენსკის, რომ საქართველო დგას მათ გვერდით და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას.