შალვა ნათელაშვილს „ომიკრონი“ დაუდასტურდა

„ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერს, შალვა ნათელაშვილს კორონავირუსი, კონკრეტულად კი „ომიკრონი“ დაუდასტურდა, ამის შესახებ პარტიის ლიდერმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა.

“დღეს საღამოს დამიდასტურდა “ომიკრონი”. პროცესი მიდის უაღრესად მსუბუქად. სრული დატვირთვით ვმუშაობ რამდენიმე დღიანი კარანტინის რეჟიმით. არადა ყველაზე ნაკლებად ველოდებოდი ამას. სამშაბათს პარლამენტის სხდომაზე ვაპირებდი დასწრებას, ხოლო შემდეგ ჩემი დაბადების დღეც დგებოდა. არაა პრობლემა. ცხოვრება გრძელდება და მოკლე ხანში ისევ გამოგეცხადებით,” – წერს ნათელაშვილი.