თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 104 წლის გახდა

დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 104 წლის გახდა.
104 წლის წინ, სამ ოთახში, სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის 369 სტუდენტითა და 89 მსმენელით დაიწყო საუნივერსიტეტო განათლება საქართველოში – დაარსდა ტფილისის უნივერსიტეტი.


დღეს, თსუს 30-მდე კორპუსში, მათ შორის 12 სასწავლო კორპუსში, 7 ფაკულტეტის 240 საგანმანათლებლო პროგრამაზე, 25 ათასი სტუდენტი სწავლობს და 16 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტია განთავსებული.


თსუ-ს პარტნიორია 300-მდე უნივერსიტეტი 56 ქვეყანაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 24 უცხოენოვანი პროგრამა მოქმედებს, მათ შორის უმეტესობა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონეა. თსუ-ში საერთაშორისო სტუდენტები მსოფლიოს 52 ქვეყნიდან სწავლობენ.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიო საუკეთესო სასწავლებლების 1.5%-ში შედის და უკვე მეექვსე წელია თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაში (THE) ხვდება.
1918 წლიდან დღემდე, უნივერსიტეტს 300 ათასზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს.