მაისიდან თსუ-ში სწავლა აუდიტორიებში განახლდება

2022 წლის 2 მაისიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესს სრულად აუდიტორიებში გააგრძელებს.
მანამდე კი, ვიდრე ქვეყანაში არსებული მდგომარეობა დასტაბილურდება, გაზაფხულის სემესტრში, 2022 წლის 7 მარტიდან, სწავლა შერეული (ჰიბრიდული) ფორმატით განახლდება.


მედიცინის ფაკულტეტს, სწავლების განსხვავებული სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებლობა ექნება 2022 წლის გაზაფხულის სემესტრიდან, სასწავლო პროცესი სრულად აუდიტორიებში განაახლოს.


აუდიტორიებში სასწავლო პროცესი რეგულაციებისა და არსებული რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება.