2022 წლიდან USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამა ფართოვდება. მისი მიზანი საქართველოს საჯარო სკოლებში მიდგომების გაუმჯობესებაა.
ამერიკელი ხალხისგან გამოყოფილი დამატებითი დაფინანსებით, საქართველოს დაწყებითი განათლების მასწავლებლების გადამზადება დაიწყება და შეიქმნება ახალი სასწავლო რესურსები, რომლებიც ეთნიკური უმცირესობის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწალეების მოთხოვნებზე იქნება მორგებული.
USAID მხარს დაუჭერს სკოლის შემდგომ აქტივობებს და დაეხმარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორენოვანი საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავებაში.
ოთხწლიანი პროგრამის დასასრულს, USAID-ის მხარდაჭერით, 2 000-ზე მეტ საჯარო სკოლაში იქნება მოსწავლებზე ორიენტირებული განათლება, რითაც 200 000 ახალგაზრდა ისარგებლებს.
წყარო: USAID/Gerogia