მოსწავლეებს სწავლების ფორმის არჩევა თავად შეეძლებათ!

2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, მოსწავლეებს სწავლების ფორმის არჩევა თავად შეეძლებათ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ცნობით, არჩევანის გაკეთება 13 იანვრიდან ელექტრონულად იქნება შესაძლებელი.

დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – https://online.emis.ge

ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში.

სარეგისტრაციო ველი 13 იანვარს 00:00 საათზე გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ მათ, ვინც შემოდგომის სემესტრში აირჩია დისტანციური სწავლების ფორმატი და არ გაუუქმებია, ხელახალი რეგისტრაციის გავლა აღარ დასჭირდებათ.