დისტანციურ სწავლებაზე მყოფი მოსწავლეები სკოლაში ვერ ივლიან

მოსწავლეს, რომელმაც სწავლების ფორმატი უკვე აირჩია და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში დარეგისტრირებულია, როგორც დისტანციური სწავლის მსურველი, სკოლაში სიარულის უფლება არ აქვს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განმარტავენ , რომ მოსწავლეს დისტანციურად ჩაუტარდება გაკვეთილები და სკოლაში ვერ გამოცხადდება, მანამ, სანამ არ მოითხოვს რეგისტრაციის გაუქმებას.

„ერთდროულად იარო სკოლაშიც და თან რეგისტრირებული იყო სისტემაში, როგორც დისტანციურზე მყოფი მოსწავლე, შეუძლებელია, რადგან როდესაც ირჩევ დისტანციურად სწავლას, შესაბამისად გაკვეთილებიც გიტარდება ამ ფორმით. თუ წინა სემესტრში მოსწავლე დისტანციურად სწავლობდა და რეგისტრაცია არ გაუუქმებია, ამ სემესტრშიც ისწავლის იგივე ფორმით“, – განაცხადეს განათლების სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ დისტანციურ სწავლაზე გადასავლა და რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველი კვირის ხუთშაბათ დღეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

წყარო: Etaloni.ge