ახალი შესაძლებლობა მასწავლებლებს!

ინგლისური ენის მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობა ეძლევათ, ჩაერთონ პროექტში „მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება – საქართველო“.

პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ბრიტანეთის საბჭოს ინიციატივით ხორციელდება.

მონაწილეობის მისაღებად საქართველოს საჯარო სკოლების ინგლისური ენის პედაგოგები უნდა გაეცნონ ბრიტანეთის საბჭოს ვებგვერდზე განთავსებულ დოკუმენტაციას და შეავსონ იქვე გამოქვეყნებული ელექტრონული განაცხადის ფორმა. განაცხადების შემტანა 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

პლატფორმა მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, ჩაერთონ ონლაინ ფორუმში, მონაწილეობა მიიღონ პროფესიულ დისკუსიებსა და პედაგოგიური პრაქტიკის კვლევაში და სწავლების პროცესის გაუმჯობესების კუთხით, ახალი იდეები, მიდგომები და თავიანთი გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარონ.

წყარო: mes.gov.ge