“ზოგადი განათლების შესახებ” – კანონში ცვლილებებია

დღეს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით ცვლილებები მიიღო საქართველოს კანონის პროექტებში “ზოგადი განათლების შესახებ” და “უმაღლესი განათლების შესახებ”.

კანონის თანახმად სახელოვნებო სფეროს იმ წარმომადგენლებს რომლებსაც არ აქვთ უმაღლესი განათლება, თუმცა ფლობენ შესაბამის უნარ-ჩვევებსა და აქვთ პროფესიული განათლება, შესაბამისი გადამზადების კურსის გავლის შემდეგ შესაძლებლობა ექნებათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმდნენ. ასევე პროფესიული განათლების პირს შეეძლება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლობის მაძიებლად დასაქმდეს. რაც საშუალებას მისცემს მასწავლებლის მომზადების პროგრამაში ჩაერთოს. ამის შესახებ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ ისაუბრა.