ახალი თვალით დანახული თსუ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბევრი სიახლეა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ცენტრალურ შესასვლელს, ფოიესა და დარბაზს. ამასთან, ცენტრალურ ფოიეში უახლოეს პერიოდში სტუდენტური სივრცე მოეწყობა.

რეაბილიტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მცირე ფოიესაც ჩაუტარდა, სადაც სამუშაოების შედეგად, რუმინეთში მოღვაწე ქართველი სასულიერო და საერო მოღვაწის ანთიმოზ ივერიელის სახელობის დარბაზი გაიხსნა. განახლდა საგამოცდო სივრცეები.

თსუში, სადაც იმედოვნებენ, რომ მომდევნო წელს მაინც შეძლებენ სტუდენტები უნივერსიტეტში დაბრუნებას, კვლავაც აქტიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.