განახლებადი ენრგიის მსოფლიო გიგანტებიდან ჩინელები მსოფლიოში უმსხვილესი, მზის განახლებადი ენერგიის მწარმოებლები გახდნენ. სახელმწიფოსთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანი მიღწევაა, რადგანაც ქვეყანა რამდენიმე წელია კვამლით არის დაფარული, კერძოდ ქარხნების და ფაბრიკების გამონქაბოლქვით, რომლებიც მუშაობენ ამოწურვადი ტიპის საწვავებზე.
შაბათს ჩინეთმა გამოაქვეყნა ინფორმაცია მზით გენერირებადი ენერგიის წარმოების გორმაგების შესახებ. ეს მაჩვენებელი 77,42 გეგავატია, რაც მსოფლიო რეკორდია. მიუხედავად შთამბეჭდავი ციფრებისა, მთლიანად ეს ენერგია ჩინეთის მიერ მოხმარებადი ენერგიის მხოლოდ 1%-ია. მოლოდინი შემდეგი 3 წლის განახლებადი ენერგიით 110 გეგავატის მიღებაა, ხოლო 2030 წლისთვის 20%-ის დაკმაყოფილება სახელმწიფო ენერგიის. წარმოებების ახალი ენერგიის წყაროებზე გადაყვანისთვის 364 მილიარდი დოლარია გამოყოფილი.
უმსხვილესი ენერგიის მწარმოებელი კომპანიებია: Iberdrola SA წლიური შემოსავალი: $38.3 მილიარდი, სუფთა შემოსავალი: $4.0 მილიარდი, საბაზრო კაპიტალიზაცია: $77.9 მილიარდი. Iberdrola ესპანური წარმოშობის მულტინაციონალური კომუნალური სერვისების კომპანიაა. კომპანია დაკავებულია ელექტროენერგიის გამომუშავებით და დისტრიბუციით. Iberdrola-ს ფილიალები მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში, აშშ-ში, ესპანეთში და პორტუგალიაში.
Siemens Gamesa Renewable Energy SA წლიური შემოსავალი: $10.6 მილიარდი, სუფთა მოგება: $830.5 მილიარდი, საბაზრო კაპიტალიზაცია: $17.4 მილიარდი. Siemens Gamesa ესპანური ქარის ტურბინების საინჟინერო კომპანიაა. Siemens Gamesa როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო ქარის ტურბინებს ყიდის, რომლებსაც უკვე 90 ქვეყანაში აქტიურად გამოიყენება.
Orsted A/S წლიური შემოსავალი: $6.4 მილიარდი, სუფთა მოგება: $850.3 მილიონი, საბაზრო კაპიტალიზაცია: $57.6 მილიარდი. Ostred-ი განახლებადი ენერგიის დანიური კომპანიაა, რომელიც განახლებადი ენერგიის მოპოვების რამდენიმე ხერხს იყენებს. კომპანიის ქარისა და თერმული ენერგიის სექტორები ყველაზე ინოვაციური ტექნოლოგიებით გამოირჩევიან: საზღვაო ქარის ტურბინების ‘ფერმებით’ და თერმულ ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურებით.
JinkoSolar Holding Co. წლიური შემოსავალი: $4.6 მილიარდი, სუფთა მოგება: $163.1 მილიონი, საბაზრო კაპიტალიზაცია: $945.4 მილიონი. JinkoSolar-ი ჩინური კომპანიაა, რომელიც მზის ენერგიას გამოიმუშავებს. ელექტროენერგიის გარდა, კომპანია მომხმარებელს მზის ენერგიის გამოსამუშავებლად, საჭირო ინფრასტრუქტურას სთავაზობს, როგორებიცაა მზის პანელები და მოდულები.
SunPower Corp. წლიური შემოსავალი: $1.9 მილიარდი, სუფთა შემოსავალი: $8.4 მილიონი, საბაზრო კაპიტალიზაცია: $1.8 მილიარდი. SunPower-ი მზის ენერგიის გამომმუშავებელი კომპანიაა, რომელიც ასევე დაკავებულია მზის პანელების დამზადებით. SunPower-ი თავისი ეკოლოგიურად სუფთა და ამავდროულად ინოვაციური მზის ენერგიის მოსაპოვებელი გზებით გამოირჩევა, ასევე, განვითარებული ინჟინერიით და ტექნოლოგიით.
Renewable Energy Group Inc. წლიური შემოსავალი: $2.6 მილიარდი, სუფთა მოგება: $563.3 მილიონი, საბაზრო კაპიტალიზაცია: $1.6 მილიარდი.. Renewable Energy Group-ი ბიოდიზელის საწვავის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც დაკავებულია განახლებადი და ბიოდეგრადირებადი საწვავით და ქიმიკატებით ვაჭრობით. Renewable Energy Group-ი ნარჩენების, ცხიმების, მცენარეული ზეთების და სხვა სამრეწველო ნედლეულის შერევით ბიოდეგრადირებად და განახლებად საწვავს აწარმოებს.
First Solar Inc. წლიური შემოსავალი: $3.1 მილიარდი, სუფთა მოგება: $98.8 მილიონი, საბაზრო კაპიტალიზაცია: $7.4 მილიარდი. First Solar-ი მზის ენერგიის კომპანიაა. ამ სიაში ჩამოთვლილი დანარჩენი მზის ენერგიაზე მომუშვებ კომპანიების მსგავსად, First Solar-იც უზრუნველყოფს მომხმარებლებს მზის გამოსხივების ან სინათლის ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნის მოწყობილობებით.
საქართველო: გორის და ქართლის ქარის ელექტროსადგური – ქარის პირველი სადგურებია საქართველოში. მდებარეობს ქალაქ გორთან, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. შედგება 6 ქარის ტურბინისაგან (ტურბინის სიმძლავრე 3,45 მეგავატია; საერთო ჯამში ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრეა 20,7 მეგავატი. წელიწადში გამოიმუშავებს 84,1 მეგავატ ელექტროენერგიას. მშენებლობისათვის საჭირო თანხის მოპოვებისათვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სესხის (პროექტის ღირებულების 70%) ხელშეკრულება 2016 წლის იანვარში გაფორმდა. იმავე წლის 20 დეკემბერს სადგურები ექსპლოატციაში შევიდა. ელექტროსადგურის მფლობელია შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“, რომლის წილის 50,1%-ს ფლობდა სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“, ხოლო 49,9%-ს — სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“. 2019 წელს ამ ორი კომპანიის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე, შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ ქონება 14,4 მილიონ აშშ დოლარად შეისყიდა საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო ჰოლდინგმა „საქართველოს კაპიტალმა“.