საქმე არ გავქვს ქურდობასთან, მთავრობაა უტვინო-რომან გოცირიძე

წარმოების ზოგი დარგი ენერგოტევადია, ზოგიც შრომატევადი და ასე შემდეგ. თუ წისქვილკომბინატი გაქვს და ელექტროენერგიის გარკვეული რაოდენობის გამოყენება გაძლევს მოგებას, ეს არის ჯანსაღი ბიზნესი. თუ კრიპტოვალუტის მოპოვებას ეწევი და ელექტროენერგიის ერთეულზე კიდევ უფრო მეტ შემოსავალს ღებულობ, ეს არის უკეთესი ბიზნესი სხვა თანაბარ პირობებში.

კრიპტოვალუტის მოპოვება კი არ არის დანაშაული, არამედ დანაშაულია დენის მოპარვა. სვანეთის შემთხვევაში არც უკანონო მაინინგთან გვაქვს საქმე და არც ქურდობასთან, უბრალოდ, დენია უფასო, ანუ მთავრობაა უტვინო.