მსოფლიოს 2021 წლის ყველაზე დიდი იმპორტიორების ათეული ასე გამოიყურება დიდი ბრიტანეთი-21.3 მილიონი ბოთლით. ამერიკის შეერთებული შტატები 20.8. მილიონი ბოთლით. იაპონი 10.8 მილიონი ბოთლით. გერმანია 10.1 მილიონი ბოთლით. ბელგია 9 მილიონი ბოთლით. აუსტრალია 8.5 მილიონი ბოთლით. იტალია 6.9 მილიონი ბოთლით. შვეიცარია 4.9 მილიონი ბოთლით. შვედეთი 3.3 მილიონი ბოთლით. ესპანეთი 3 მილიონი ბოთლით.როგორც სავაჭრო ასოციაციის Comité Champagne-ის მონაცემებზე დაფუძნებული ჩვენი დიაგრამა აჩვენებს, ყველაზე დიდი იმპორტირებული ქვეყნები ევროპაში მდებარეობს.
მესამე ადგილის იაპონიის და მეექვსე ავსტრალიის გარდა, დასავლეთ ევროპის ქვეყნები, როგორიცაა გერმანია, ბელგია და იტალია, დომინირებენ გასული წლის ტოპ 10-ში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ქვეყნები არ სარგებლობენ ცქრიალა ღვინოებით, რიცხვები ეხება მხოლოდ, საფრანგეთის შამპანის რეგიონიდან წარმოებულ სასმელს. ტერიტორია შამპანურის სახლად, ოფიციალურად დასახელდა 1927 წელს და არის მეღვინეების სახლი, როგორიცაა Veuve Clicquot, Moët & Chandon და Krug.
მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული შამპანური გლობალური ცქრიალა ღვინის მოხმარების მხოლოდ ცხრა პროცენტს შეადგენს, ის პასუხისმგებელია საბაზრო ღირებულების 33 პროცენტზე, რომელიც წარმოიქმნება მსოფლიო ვენახის მთლიანი ფართობის მხოლოდ 0,5 პროცენტით. საერთო ჯამში, შამპანურის ექსპორტმა 2020 წელს საფრანგეთიდან 4,8 მილიარდი დოლარი შეადგინა, მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაახლოებით 568 მილიონ დოლარი