კანონი რომელმაც AMAZON და TWITTER აღმასრულებლები დირექტორების თანადებობები შეიწირა

კორონა პანდემიამ მნიშვნელოვნად წინ წამოსწია გაციფრულების საკითხი კომპანიებსა და კერძო სექტორში. ვიდეოზარები და ციფრული ჯანმრთელობის საშვი ხომ ცხოვრების ჩვეულებრივ წესად იქცა. ეს გაგრძელდება სავარაუდოდ ახალ 2022 წელსაც ახალი Omikron ვარიანტის წყალობით.

„ბევრი ეს ტექნოლოგიები, ჩვენ თავდაპირველად გვეგონა, რომ იყო მხოლოდ მოკლევადიანი საგანგებო მდგომარეობისთვის“, – აცხადებს ფრედერიკ კალტეუნერი, ტექნოლოგიური პოლიტიკის ანალიტიკოსი და ევროპის ხელოვნური ინტელექტის ფონდის დირექტორია.

პანდემია დღესასწაული აღმჩნდა სილიკონის ველის გიგანტებისთვის, რომლებმაც გათვლა გააკეთეს რეკორდულ მოგებაზე და შემდგომ ზრდაზე. საცალო ვაჭრობამ, მომსახურებამ და სამრეწველო სექტორებმა განიცადეს დახურვა და მიწოდების რღვევა ქსელებში.

ისეთმა გიგანტებმა, როგორიცაა Alphabet (გუგლი), Apple, Amazon, Meta(ფეისბუქი) და Microsoft, მნიშვნელოვნად გააფართოვეს თავიანთი ბიზნეს სფეროები პანდემიის დროს. ამ კომპანიების ძალა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ასე მრავალგანზომილებიანი არიან. ისინი მართავენ სხვადასხვა ბაზარს და შემდეგ იყენებენ ერთ ბაზარზე მიღებულ ძალაუფლებას სხვაზე დომინირებისთვის.

მაგალითად ავიღოთ ინტერნეტ გიგანტი Meta – ადრე ცნობილი როგორც Facebook. იგი აპროტესტებდა Apple-ის პროგრამულ განახლებას, რომელიც მოითხოვს iPhone-ის მომხმარებლების თანხმობას რეკლამების თვალყურის დევნებაზე. ასეთი რეკლამები სოციალური მედიის გიგანტის ბიზნეს მოდელის მნიშვნელოვანი საყრდენია. როდესაც Meta-მ მესამე კვარტლის გაყიდვების გეგმა ვერ შეასრულა, აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა Apple დაადანაშაულა.

წელს META საზოგადოების მძიმე შეტევის ქვეშ მოექცა. კომპანიის ბიზნეს პრაქტიკის მზარდმა კრიტიკამ კულმინაციას მიაღწია, როდესაც META-ს ყოფლმა თანამშრომელმა გამოავლინა და საჯაროდ ისაუბრა არაერთი საკამათო ბიზნეს პრაქტიკაზე.

სახელის შეცვლით და იმიჯის ყოვლისმომცველი ცვლილებით, მარკ ცუკერბერგი ცდილობდა ხელახლა გაესწორებინა ყველაფერი. მაგალითად, ნოემბერში მან წარმოადგინა თავისი ხედვა “Metaverse”, ყოვლისმომცველი ონლაინ გამოცდილების შესახებ, რომელსაც კომპანია ავრცელებს, როგორც ინტერნეტის მომავალ ევოლუციას.

  • გიგანტების წინააღმდეგ, კონკურენციის გაზრდის მიზნით, ევროკავშირის კანონმდებლებმა შეიმუშავეს საკანონმდებლო პაკეტები სახელწოდებით DMA და DSA. DMA მიზნად ისახავს აიძულოს დიდი კომპანიები, როგორიცაა Google და სხვა, შესთავაზონ მეტი თანასწორობა კონკურენტებს, რომლებიც დამოკიდებულნი არიან მათ ონლაინ პლატფორმებზე. DSA კი მიზნად ისახავს ციფრული სერვისების პროვაიდერებისთვის ახალი თამაშის წესების დაწესებას.

მსგავს საკანონმდებლო პაკეტებზე ახლა მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს მუშაობა. ჩინეთმა მკაცრი ზომები საკანონმდებლო ზომები გაატარა თავის ტექნიკურ ინდუსტრიაში წელს. ხოლო შეერთებულ შტატებში, სავაჭრო ფედერალურ კომისიას (FTC) ჰყავს ახალი ბოსი ლინა ხანში, რომელიც ითხოვს ყოვლისმომცველი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შემოღებას დიდი ტექნოლოგიების უკეთ რეგულირებისთვის.

ანონი რომელმაც AMAZON და TWITTER აღმასრულებლები დირექტორების თანადებობები შეიწირა

ერთ თვეზე ნაკლები ხნის შემდეგ, რაც ხანმა FTC-ში ფიცი დადო, ჯეფ ბეზოსმა Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორმა და Twitter-ის დამფუძნებელმა ჯეკ დორსიმ თანამდებობები დატოვეს. მსხვილი ამერიკული ტექნიკური კომპანიებიდან, ცუკერბერგი ერთადერთი დამფუძნებელია, რომელიც ჯერ კიდევ აქტიური ლიდერის როლშია.