გელათი ომიდან კორუფციამდე

გელათის მონასტერი აიგო 1106 წელს, დავით აღმაშენებლის თაოსნობით. ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს კულტურის უმნიშვნელოვანესი ცენტრია.

ტაძრის ფართობი, დაახლოებით 1260 კვ. მეტრია,  სიმაღლე 34 მ.მდე. გარედან ტაძარი მოპირკეთებულია ელარის თლილი ქვით, ფასადები დამუშავებულია რთული რიტმის, დეკორატიული თაღებით და თითქმის სრულად მოკლებულია ჩუქურთმებს.

დღემდე ბაგრატის ტაძართან ერთად, გელათს მიღებული ჰქონდა, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ბაგრატის ტაძარს 2010 წელს დაწყებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, მიენიჭა საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლის სტატუსი, რაც ასევე შეეხო გელათის მონასტერს.

კანონმდებლობით, ძეგლის დაცვაზე მთავარი პასუხისმგებლობა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს ეკისრება, რომელიც ამ პროექტის დამკვეთი და მაკონტროლებელია.

გელათის რესტავრაცია და კონსერვაციის პროექტი ააიპ “საქართველოს მემკვიდრეობამ” მოამზადა. სამუშაოებს კი ” ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი” ასრულებდა. ზემო ხსენებულ კომპანიას თავის მხრივ ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა ქვეკონტრაქტორ “იკორთა 2007 ” თან. მიმდინარე წელს ამ სქემაში კიდევ ერთი კომპანია “ბაგინეთი +” გამოჩნდა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ, ორჯერ გაფუჭებული საქმის გადახურვის მოწყობა დაუკვეთა. მას ამ სამუშაოებისთვის 238093 ლარს გადაუხდიან.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ “გელათის რეაბილიტაციის საქმეზე” პროექტში ჩართულია ორი კომპანია: “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი” და შპს “იკორთა 2007”. მათი მენეჯერი ამბობს, რომ სამუშაოები რომელიც მან შეასრულა უხარვეზოდ ჩატარდა. პირველადი დათვალიერებით , საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიის მიერ დეფექტი შეფასებულია როგორც მწარმოებლის წუნი. საერთო ჯამში, შესრულებულია გელათის მონასტრის დაახლოებით 1500 კვ. მეტრი ფართობის გადახურვა. გამოვლენილი ხარვეზები აღმოიფხვრება დამკვეთსა და შემსრულებელ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, შემსრულებლის ხარჯით და მასში სახელმწიფო დამატებით სახსრებს არ გაიღებს.