სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც მამაკაცი ტუტუთი (ბალერინას კაბა) ცეკვავს კულტურის სამინიტრო განცხადებას ავრცელებს.
კულტურის სამინისტრო ქართული ცეკვებისა და მრავალხმიანი სიმღერების ამჟამად მოქმედი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების გაუმჯობესებას საჭიროდ მიიჩნევს ქართული ცეკვა და მრავალხმიანი სიმღერა ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია. სახელმწიფოს ძალისხმევით მხოლოდ ოთხ ქართულ ცეკვას მინიჭებული აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ესენია:
1. ფერხული (2013 წ.), წარმდგენი -საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი;
2. ხორუმი (2013 წ.) წარმდგენი – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი;
3. აჭარული განდაგანას ხალხური ნაირსახეობები (2019 წ.) წარმდგენი – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო;
4. ცეკვა ქართული (2020 წ.) წარმდგენი – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.