ევროვიზიის გამარჯვებული უკრაინის ჯარს შეუერთდა

საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე ევროვიზია 20222 წლის გამარჯვებული უკრაინული ჯგუფი Kalush Orchestraა. კონკურსზე პირველი ადგილი უკრაინამ 631 ქულით დაიკავა. ფოლკ-რეპ ჯგუფმა კონკურსზე სიმღერა Stefania წარადგინა.

ცნობილი ხდება, რომ გამარჯვებული ჯგუფის Kalush Orchestra-ს წევრი, უკრაინის ომში საბრძოლველად წავიდა. ოლეგ ფსიუკი შეყვარებულთან ჩახუტებული იტალიაში, სასტუმროს წინ გადაიღეს, მაშინ, როდესაც აეროპორტისკენ წასასვლელად ემზადებოდა. ის , თავის შეყვარებულს დაემშვიდობა და ომში ფრონტის ხაზზე წასასვლელად გაემგზავრა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ მომავალ წელს ევროვიზიის მონაწილეებსა და სტუმრებს მარიუპოლში უმასპინძლებს.