ამერიკელი მსახიობი, ჯეისონ მომოა მეათე ,,ფორსაჟში” ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაცია პროექტის ოფიციალურ Twitter-ზე გამოქვეყნდა.
„ფორსაჟის“ ოჯახი ზრდას განაგრძობს. კეთილი იყოს შენი მობრძანება“, – ნათქვამია მოკლე შეტყობინებაში, რომელიც საზოგადოებას მომოას ,,ფორსაჟის” გუნდთან შეერთებას ამცნობს.
მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობი, რომელმაც სახელი „სამეფო კარის თამაშში“, „აკვამენსა“ და „დიუნში“ შესრულებული როლებით გაითქვა, „ფორსაჟის“ მეათე ფილმში ბოროტმოქმედ გმირს განასახიერებს. სიუჟეტის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.