განჯის კარის 6 ინსპექტორი დაიცავს

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გელათის კარიბჭის დასაცავად, 5 თებერვალს ხელშეკრულება გაუფორმა ქუთაისის პოლიციის ექვს ინსპექტორს.

მათ ერთ თვეში 6100 ლარს გადაუხდის. კარიბჭესთან დააყენეს დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაცია და ოთხი სათვალთვალო კამერა. სიგნალიზაცია, დამატებით, 518 ლარი დაჯდა.

4 თებერვალს აზერბაიჯანის კულტურის მინისტრმა ანარ კარიმოვმა თქვა, რომ აზერბაიჯანს სურს, მოლაპარაკებების გზით დაიბრუნოს ისტორიული არტეფაქტი – განჯის კარი. კარი საქართველოში მე-12 საუკუნეში ჩამოიტანეს და მისი ერთი ფრთა ახლა გელათის მონასტერში ინახება.

ასევე ნახეთ: