დღეს, 10 თებერვალს, 17:00 საათზე, საქართველოს ხელოვნების სასახლეში ვალერიან სიდამონ-ერისთავის ნახატების გამოფენა გაიხსნება.
მხატვრის ნამუშევრები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ პროექტის “ქართული კულტურისათვის მნიშვნელოვანი კერძო კოლექციების ერთიანობის შენარჩუნება/სამუზეუმო ფონდების შევსება” ფარგლებში შეიძინა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სამინისტროს მიერ მხატვრის ოჯახისგან შეძენილი ნამუშევრების კოლექცია გადანაწილდა საქართველოს ხელოვნების სასახლესა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმებში.
შედეგად, 425 000 ლარის ღირებულების 110 ნამუშევრით შეივსო საქართველოს ხელოვნების სასახლის კოლექცია, ხოლო 789 340 ლარის ღირებულების 406 ნამუშევრით შეივსო საქართველოს ხელოვნების მუზეუმის შესაბამისი ფონდი.