კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ, იმის მიუხედავად, რომ სამინისტროში იყო მიწვეული, უკვე მესამედ თქვა უარი გამოცხადებაზე.
„ის ნამდვილად არ მემორჩილება იმაში, რომ ფონდები სწორად იმართოს; ის ნამდვილად არ ემორჩილება სამინისტროს იმაში, რომ გაგვარკვიოს რატომ იმართებოდა ფონდები ასე და ის ნამდვილად არ ემორჩილება სამინისტროს- როდესაც ჩვენ მას ვეუბნებით, რომ პრობლემებია, ის ამბობს, რომ ეს პრობლემები არ არის და ის საყოველთაოდ აღიარებული დიდი მეცნიერია. მე არ მინდა დღეს ისე შორს წავიდე, რომ ვარკვიო ვინ არის დიდი მეცნიერი და ვინ რა აღმოაჩინა, რა არ აღმოაჩინა და ამბობს, რომ აღმოაჩინა. მაგრამ სანამ ვიქნები თანამდებობაზე, შევეცდები ჩემს მომდევნო კულტურის მინისტრს დავუტოვო უკეთესად მართული სამუზეუმო ფონდები. ყოველ შემთხვევაში, სწორად აღწერილი, პასპორტიზაცია ჩატარებული და სწორად მართული იმ კეთილსინდისიერი თანამშრომლებით, რომლებიც სისტემაში რეორგანიზაციის შედეგად დარჩნენ და რომელთაც ჩვენ, მცირედით, მაგრამ უკვე გავუზარდეთ ხელფასი“, – განაცხადა წულუკიანმა.