Universal-მა სტინგის სრული კატალოგი შეიძინა

კომპანია Universal Music Publishing Group-მა ბრიტანელი მომღერლის, სტინგის მუსიკალური ნაწარმოებების სრული კატალოგი შეიძინა.


„ეს არის ისტორიული და ყოვლისმომცველი შეთანხმება ბოლო 50 წლის განმავლობაში, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მომღერლის კატალოგზე, რომელიც ეხება სტინგის ყველა სოლო ნამუშევარს და ჯგუფ The Police-სთან ერთად შესრულებულ სიმღერებს“, – აცხადებენ კომპანიაში.


საერთო ჯამში საუბარია 600-ზე მეტ სიმღერაზე.ამასთან ერთად, Universal-ი მომავალში მიიღებს შემოსავალს სტინგის ნამუშევრების ნებისმიერი გავრცელებიდან.