საქართველოში დაბრუნდები?-“TimesUK”

ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ, ბრიტანულ გამოცემა “Times” ინტერვიუ მისცა სადაც საქართველოზე და სამომავლო გეგმებზე ისუბრა, გთავაზობთ ინტერვიუს.

საქართველოში საცხოვრებლად?- არა. უსაფრთხო არ არის, განსაკუთრებით ჩემნაირი ადამიანებისთვის.

“Times UK”: – მიუხედავად იმისა, რომ ბელგიური მოდის სკოლას ეკუთვნი, პარიზიდან საცხოვრებლად შვეიცარიაში გადახვედი და არა ბელგიაში, რატომ?

დემნა: უნდა ვთქვა, რომ თავიდან ბელგიას ვფიქრობდი, მაგრამ შვეიცარიაში ცხოვრებაზე ყოველთვის ვოცნებობდი, მიყვარს შვეიცარიის ბუნება და სიმშვიდე. თან შვეიცარია იმ ადგილს ჰგავს, სადაც მე ვიზრდებოდი.

Times UK: გიფიქრია, რომ შეიძლება საქართველოში დაბრუნდე?

დემნა: საცხოვრებლად? არა. უსაფრთხო არ არის, განსაკუთრებით ჩემნაირი ადამიანებისთვის. ჩემს ცხოვრებას შვეიცარიაში ვხედავ, ამიტომ გადმოვიტანე ყველაფერი აქ. არსად მიგვრძვნია თავი იმდენად დაცულად და კარგად როგორც აქ.

Times UK: როგორია შენი ცხოვრება შვეიცარიაში?კრონენჰალეში ვახშმობ და ციურიხის ტბასთან სეირნობ?

დემნა: კრონენჰალეში მართლა ხშირად დავდივარ, სტუმართა წიგნშიც ვარ [იცინის], მიხარია, რომ ვეგანური კერძები დაამატეს, ერთიდაიგივეს ჭამა აღარ მიწევს. სხვა მხრივ, ძალიან ჩვეულებრივი ცხოვრება მაქვს.