სვანეთი მსოფლიო დონის შეჯიბრს უმასპინძლებს

2022 წლის 8-12 თებერვალს, პირველად საქართველოს ისტორიაში, სვანეთი ფრირაიდის მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო, მსოფლიო დონის შეჯიბრს უმასპინძლებს.

შეჯიბრი მესტიის მუნიციპალიტეტში, თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტსა და მის მიმდებარე სამთო არეალზე გაიმართება. ღონისძიება მოიცავს მცირე და დიდ ფრირაიდ შეჯიბრებს. მცირე შეჯიბრი ადგილობრივი და დამწყები სპორტსმენების ჩართულობას, ხოლო დიდი- მაღალი რეიტინგის უცხოელი სპორტსმენების მონაწილეობასა და საერთაშორისო გაშუქებას უზრუნველყოფს.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მონაწილეებთან საორგანიზაციო გუნდის შეხვედრები, მესტიის ცენტრში ფრირაიდის შეჯიბრების ჩვენება და გამოსამშვიდობებელი საღამო.

ძირითადი მხარდამჭერები და განმახორციელებლები, მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან ერთად, USAID, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მესტიის მუნიციპალიტეტის მერია და ,,შან-ლენდი“ არიან.

ღონისძიება ტარდება Freeride World Tour-ის ეგიდით. ტექნიკურ მხარდაჭერას კი უზრუნველყოფენ ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორები: Evolution 2, French Freeride Series, CDA Management და White Rabbit. წყარო: freerideworldtour.com