ამ მოკლე ბლიც ინტერვიუში მოგიყვებით დემნას შეხედულებას მოდის და დიზაინის შემოქმედებზე.
- დემნა გამორჩეული სტილის მქონე ერზე: კლიშეა, მაგრამ ფრანგები ძალიან ძლიერად გრძნობენ სტილს. გერმანელებზე და შვეიცარიელებზე: “მოდა არ აინტერესებთ.”
- საყვარელ დიზაინერებზე: “კრისტობალ ბალენსიაგა, გაბრიელ შანელი და მარტინ მარჯიელა ჩემი წმინდა სამეულია.”
- მისაბაძ დიზაინერზე: “ტომ ფორდი. ბავშვობიდან ვადევნებ თვალს და გაოცებული ვარ.”
- პირველ კოლექციაზე: “16 წლის ვიყავი, როდესაც საქართველოში საზაფხულო სამუშაოზე ამიყვანეს. რუსული და ინგლისური უნდა გცოდნოდა. ინგლისური ბევრმა არ იცოდა, ამიტომ მე ამირჩიეს. იმ ფულით, რაც გადამიხადეს, ჩემი პირველი კოლექცია გავაკეთე.”
- მოდის ქსენოფობიაზე: “თუ დასავლური სამყაროდან არ ხარ, მოხეტიალე უცხოელად გხედავენ. მთელი ჩემი კარიერა მოდის ქსენოფობიასთან გამკლავება მიწევდა.”
- სიტყვა, რომელიც სძულს: “Cool, მაგრამ ჯერ ვერ მოვიფიქრე რითი შევცვალო.”