“ტობავარჩხილი” აუცილებლად გახდება ტურისტული ცენტრი

სამეგრელო ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია საქართველოში, სადაც უამრავი ისტორიულ-კულტურული ლოკაცია არსებობს. სამწუხაროდ, რამოდენიმე მათგანი მივიწყებულია და ყურადღების ცენტრში ვერ/არ ექცევა.

ქალაქ ჯვარის მახლობლად არის უნიკალური ბუნება და ბუნების ძალის მიერ შექმნილი “ტობავარჩილის” ტბა, საკუთარი შესანიშნავი ისტორიით და მისტიური წარმოშობით. ამ ტბის სანახავად ძალიან დიდი შრომა უწევთ ადგილობრივებს და ჩამოსულ ტურისტებს, რადგან იქ მისასვლელი გზა არის დაზიანებული და მიმოსვლა გართულებულია.

სწორედ ამ მიზეზის გამო, ქალაქ ჯვარში არსებულმა სამოქალაქო მოძრაობა “ხმამ” გადაწყვიტა თავადვე მოაგვაროს გზის პრობლემა და დაიწყეს მისი რეაბილიტაციისთვის საჭირო ფინანსური რესურსების მოძიება. ამ მხრივ მათ უკვე წარმატება აქვთ და დაიძრა პროცესი, როგორც “ხმას” წევრები საუბრობენ, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა ისინი ზაფხულში მოაგვარებენ გზის პრობლემას და მზად იქნებიან როგორც ადგილობრივი მნახვები მიიღონ, ასევე ტურისტული მომსახურება გაუწიონ ჩამოსულ უცხოელ დამსვენებლებს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამოქალაქო მოძრაობა “ხმის” ყველა წევრი მოხალისეობრივად აპირებს ჩაერთოს გზის განახლების პროცესში და ამასთანავე,ქალაქ ჯვარში ამზადებენ ტურისტებისთვის მისაღებ ცენტრს.