ტოკიოს კინოთეატრ – “Iwanami Hall”-ში 35 ქართული ფილმი იქნება ნაჩვენები

ტოკიოში, კინოთეატრ „Iwanami Hall”-ში ქართული ფილმების ფესტივალი გაიმართება.

„Iwanami Hall”-ი  ერთ-ერთი უძველესი კინოთეატრია იაპონიაში. ღონისძიება საქართველოსა და იაპონიას შორის 30 წლიანი  დიპლომატიური ურთიერთობების აღსანიშნავად გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში ორიგინალური გახმოვანებითა და იაპონური სუბტიტრებით, ჯამში –   35 ქართული ფილმი იქნება ნაჩვენები.

 ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა იაპონიაში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ ლეჟავამ.  მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართული კულტურის გულშემატკივარს, ტაკეჰიდე ჰარადას ფესტივალის ორგანიზებისათვის და ცნობილ ქართველოლოგს იასუჰირო კოჯიმას ქართული ფილმების იაპონურად თარგმნის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

ელჩმა ასევე ისაუბრა ქართული ხელოვნების მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე,  ასევე  საქართველოს უძველეს კულტურასა და მის უნიკალურობაზე.