ავსტრალიამ საზღვრები სრულად გახსნა

პანდემიის გამო, თითქმის ორი წლის განმავლობაში ავსტრალიის საზღვრები ჩაკეტილი იყო. ამ ფაქტმა მნიშვნელოვნად დააზარალა ავსტრალიის ადგილობრივი ტურიზმის სექტორი.

სწორედ ამ ორწლიანი პაუზის შემდეგ, 21 თებერვლიდან ქვეყანა საზღვრებს სრულად ხსნის. გავრცელებული ინფორმაციით ავსტრალიაში მხოლოდ კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებული ტურისტები დაიშვებიან.

ქვეყანაში დღეს 50-ზე მეტი საერთაშორისო რეისი შესრულდა.