იმის მიუხედავად რომ აშშ-ის სამხედრო პერსონალის აბსოლიტური უმრავლესობა ვაქცინირებულია, ათასობით მათგანი აცრაზე მაინც უარს ამბობს. ამის შესახებ გაიცა ბრძანება, რომელიც რეგულარული არმიის ჯარისკაცებს, რეზერვისტებსა და იუნკრებს ეხებათ. იმ შემთხვევაში თუ ისინი ვაქცინაზე უარს იტყვიან არმიას დატოვებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის არმიის მდივანმა ქრისტინ უორთმა განცხადება გააკეთა:
“შეიარაღებული ძალების მზადყოფნას, არავაქცინირებული ჯარისკაცები საფრთხეს უქმნიან, რადგან არმიის მზადყოფნა დამოკიდებულია ჯარისკაცებზე, რომლებმაც უნდა ივარჯიშონ, განლაგდნენ, იბრძოლონ და მოიგონ ომები.”
ბრძანების გაცემის შემდეგ 20 000-მდე ჯარისკაცმა განთავისუფლება უკვე მოითხოვა ან უარი თქვა ვაქცინაზე.