ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, უკრაინიდან ლტოლვილები მიიღოს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.
„მზად ვართ, მივიღოთ ლტოლვილები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ მათი უმრავლესობა ევროპაში და მეზობელ ქვეყნებში წასვლას მოინდომებს. ასე რომ, ვმუშაობთ ევროპის ქვეყნებთან იმასთან დაკავშირებით, თუ რა საჭიროებები არსებობს. მაგალითად პოლონეთთან, სადაც ვხედავთ, რომ ბოლო 24 საათში ლტოლვილთა ნაკადი გაიზარდა“, – განაცხადა ჯენ ფსაკიმ.