აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებსა და ამბიციებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებსა და ამბიციებს.

კითხვაზე, რამდენად სავარაუდოა, რომ საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ, რომლებიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ელოდებიან, ამ მნიშვნელოვან საფეხურს ახლა მიაღწიონ, ნედ პრაისმა უპასუხა, რომ ეს საკითხი აღნიშნულ სამ ქვეყანას და ევროკავშირს ეხება, თუმცა აშშ მხარს უჭერს მათ.

„აშშ, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, მტკიცედ უჭერს მხარს ამ სამი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ ამბიციებს. ჩვენ ამ ქვეყნების გვერდით ვდგავართ ამ გზაზე, მათ მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან და გავაგრძელებთ მათ გვერდით დგომას“, – განაცხადა ნედ პრაისმა.