აშშ უკრაინას სარაკეტო სისტემას გადასცემს

სააგენტოები Reuters-ი და AFP აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერენ, რომ უკრაინა მიიღებს ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს HIMARS M142-ს, რომელსაც კიევი დიდი ხანია ითხოვს. ამ სისტემას სამიზნეების განადგურება შეუძლია დაახლოებით 300 კილომეტრის მანძილზე. სწორედ ამ მაღალი მობილურობის საარტილერიო სისტემებს გაუგზავნის შეერთებული შტატები უკრაინას.

ამასთან, როგორც სააგენტო AFP იუწყება, აშშ უკრაინას გადასცემს HIMARS-ის მხოლოდ ისეთ ჭურვებს, რომლებსაც სამიზნეების განადგურება შეუძლია დაახლოებით 80 კილომეტრის რადიუსში, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, უპირატესობა ექნება რუსულ რეაქტიულ სისტემა Смерч-ზე, რომლის დაფარვის მანძილი 70 კილომეტრამდეა.