დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციები გამოაცხადა. სანქციები შეეხება დიდ ბრიტანეთში არსებულ მსხვილ რუსულ ბანკებსა და რუსულ კომპანიებს.
იხილეთ რა ახალი სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს:
- დიდი ბრიტანეთში არსებული ყველა მსხვილი რუსული ბანკის აქტივები გაიყინება, მათ შორის VTB ბანკის აქტივები. ამასთან, რუსული ბანკები გაირიცხებიან დიდი ბრიტანეთის ფინანსური სისტემიდან და რუსეთის სახელმწიფო და კერძო კომპანიებს აეკრძალებათ დიდ ბრიტანეთში ფინანსების მოზიდვა.
- კანონმდებლობა მსხვილ რუსულ კომპანიებსა და სახელმწიფოს, დიდი ბრიტანეთის ბაზრებზე ფინანსებისა და სესხების მოზიდვას შეუზღუდავს.
- აქტივები გაეყინებათ 100 ახალ ფიზიკურ პირს ან სუბიექტს.
- დიდ ბრიტანეთში რუსული ავიაკომპანია Aeroflot-ს აიკრძალება.
- შეჩერდება ორმაგი დანიშნულების საექსპორტო ლიცენზიები, რათა ის არ იყოს გამოყენებული სამხედრო მიზნებისთვის.
- მომდევნო დღეებში, დიდი ბრიტანეთი შეაჩერებს მაღალტექნოლოგიური ნივთებისა და ნავთობგადამამუშავებელი ტექნიკის ექსპორტს.
- ლიმიტი იქნება იმ თანხის ოდენობაზე, რისი ფლობაც რუსეთის მოქალაქეებს გაერთიანებული სამეფოს საბანკო ანგარიშებზე შეუძლიათ.
- ბორის ჯონსონის თქმით, შესაძლოა რუსეთი Swift-ის სისტემიდან გარიცხონ: “არაფერია გამორიცხული”,-თქვა მან.
- მსგავსი ფინანსური სანქციები გავრცელდება ბელარუსზეც.
- სააღდგომო არდადეგებამდე დიდი ბრიტანეთი წარადგენს ეკონომიკური დანაშაულის კანონპროექტის ნაწილებს.