ერდოღანმა რუსეთის სამხედრო მოქმედებები დაგმო და მას მიუღებელი უწოდა

„ეს ნაბიჯი, რომელიც ჩვენ საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ ვიხილეთ, რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობისთვის მიყენებული დარტყმაა“;

„ჩვენ გულწრფელად ვწუხვართ, რომ რუსეთი და უკრაინა, რომლებსაც ჩვენ განვიხილავთ მეგობარ ქვეყნებად და რომლებთანაც გაქვს ახლო პოლიტიკური და სოციალური ურთიერთობები, ამგვარად აღმოჩნდნენ ერთმანეთის პირისპირ. ჩვენს როლს შევასრულებთ, რათა უზრუნველვყოთ უკრაინაში მცხოვრებთა უსაფრთხოება, განსაკუთრებით ეს ეხებათ თურქეთის მოქალაქეებს“- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მისი განმარტებით, მან   რუსეთის სამხედრო მოქმედებები უკრაინის წინააღმდეგ დაგმო და მას მიუღებელი უწოდა. ერდოღანის თქმით, მას სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტთან ვლადიმერ ზელენსკისთან, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა.