“ეს არის ზუსტად ის, რაც პრეზიდენტ პუტინს სურს”- ენტონი ბლინკენი

ტელეკომპანია ABC-თან ინტერვიუში, კითხვაზე, დარწმუნებულია თუ არა, რომ პუტინი უკრაინის მთავრობის დამხობას გეგმავს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უპასუხა, რომ დარწმუნებულია, ის ამას შეეცდება.

„ეს არის ზუსტად ის, რაც პრეზიდენტ პუტინს სურს. მან აშკარად აჩვენა, რომ საბჭოთა იმპერიის აღდგენა სურს, გარდა ამისა, მას სურს გააძლიეროს გავლენის სფერო მეზობელ ქვეყნებზე, რომლებიც ოდესღაც საბჭოთა ბლოკის ნაწილი იყვნენ, ”- აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, ნატო ხელს შეუშლის პუტინის საბოლოო მიზნების განხორციელებას.

„ახლა, როცა საქმე ეხება უკრაინის საზღვრებს მიღმა არსებულ საფრთხეს. რაღაც ძალიან ძლიერი დგას მის გზაზე. ეს ნატოს მეხუთე მუხლია, ერთზე თავდასხმა არის თავდასხმა ყველაზე“, – განაცხადა ბლინკენმა.