„ეს რუსეთის ეკონომიკისთვის სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს, როგორც დაუყოვნებლივ, ასევე დროთა განმავლობაში. ჩვენ მიზანმიმართულად შევიმუშავეთ ეს სანქციები რუსეთზე გრძელვადიანი გავლენის მაქსიმალურად გაზრდისა და შეერთებულ შტატებსა და ჩვენს მოკავშირეებზე ზემოქმედების შესამცირებლად“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
აშშ-ის, ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ მიერ შეთანხმებული სანქციები შემდეგ საკითხებს ეხება:
- რუსეთის შესაძლებლობის შეზღუდვა აწარმოოს ბიზნესი დოლარში, ევროში, გირვანქა სტერლინგსა და იენში
- რუსული არმიის დაფინანსების შესაძლებლობის შეჩერება
- რუსეთის უნარის შემცირება კონკურენცია გაუწიოს მაღალტექნოლოგიურ 21-ე საუკუნის ეკონომიკას
- სანქციები რუსულ ბანკებზე, რომლებიც ერთობლივად დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარის აქტივებს ფლობენ
„ჩვენ ასევე ვბლოკავთ კიდევ ოთხ მსხვილ ბანკს. ეს ნიშნავს, რომ ყველა აქტივი, რომელიც მათ ამერიკაში აქვთ, გაიყინება“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
აშშ-მა რუსეთის ოთხ მსხვილ ბანკს, მათ შორის VTB ბანკს სანქციები დაუწესა.