ზამბიის მთავრობა კრიპტოვალუტად უარყოფს და საკუთარი ციფრული ვალუტის შექმნას ფიქრობს. ამის შესახებ ზამბიის ცენტრალური ბანკი მუშაობს. ინფორმაცია ცნობილი მას შემდეგ გახდა რაც მარეგულირებელმა ორგანომ მოსახლეობა კრიპტოაქტივებთან დაკავშირებული რისკებისა და გამოწვევების შესახებ გააფრთხილა.
ზამბია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი და დაბალგანვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანაა. მისი ეროვნული ვალუტა, კვაჩა, მკვეთრად რეაგირებს მოთხოვნის ცვლილებასა და უცხოური ვალუტის შემოდინებაზე. ექსპერტების შეფასებით, CBDC-ის შექმნა გაზრდის ზამბიის ეკონომიკურ შესაძლებლობებს, თუმცა ის გარკვეულ გამოწვევებთან იქნება დაკავშირებული.