უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია მამაკაცი, რომელიც კიევში ტერაქტს ამზადებდა. დაკავებული ადგილობრივია და მას კავშირი ბელარუსიის სახელმწიფო სტრუქტურებთან აქვს.
უკრაინის უშიშროების სამსახურში აცხადებენ, რომ მამაკაცის გამოსააშკარავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა. ის იყო მტრის აგენტი, რომელიც ტერაქტის ჩატარებას გეგმავდა.უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა კაცი იმ დროს დააკავეს, როდესაც ის კიევის ერთ-ერთ საზოგადოებრივ შენობასთან, მანქანის დაწვას ცდილობდა.
უკრაინის უშიშროების სამსახური ამბობს, რომ აგენტის ქმედება მიმართულია უკრაინის შიდა პოლიტიკური სიტუაციის შერყევისკენ და სახელმწიფოს დისკრედიტაციისკენ ევროკავშირის და ბელარუსის თვალში.