„ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრები უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის ღია, ფართომასშტაბიან აგრესიას დამოუკიდებელი, მშვიდობიანი და დემოკრატიული უკრაინის წინააღმდეგ. აგრესიის ეს აქტი მიუღებელია, ეს არის საერთაშორისო სამართლის, ყველა საერთაშორისო ნორმის აშკარა დარღვევა და დანაშაული უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენ ვგმობთ. ყველა ჩვენგანმა, მთელ საერთაშორისო საზოგადოებაში, უნდა დავგმოთ ეს რაც შეიძლება მკაცრად, რუსეთს რაც შეიძლება მკაცრი სანქციები უნდა დაუწესდეს, მათ შორის SWIFT-დან გათიშვა და მისი პოლიტიკური იზოლაცია. ჩვენ დაგვჭირდება უკრაინელი ხალხის იარაღით, საბრძოლო მასალითა და ნებისმიერი სხვა სახის სამხედრო მხარდაჭერით სასწრაფოდ უზრუნველყოფა, იმისთვის, რომ დაიცვას საკუთარი თავი, ისევე როგორც ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური დახმარებისა და მხარდაჭერის აღმოჩენა“- ერთობლივ განცხადებაში ლატვიის, ესტონეთის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები აღნიშნავენ.
•