იენს სტოლტენბერგის, ბორის ჯონსონის და დიმიტრი კულებას განცხადებები, რუსეთის აგრესიაზე:
იენს სტოლტენბერგი – “ნატოს მოკავშირეები უმკაცრესად გმობენ რუსეთის შემზარავ თავდასხმას უკრაინაზე, რომელიც სრულიად გაუმართლებელი და არაპროვოცირებულია. რუსეთის ქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. ჩვენი მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს”

ბორის ჯონსონი- ” ჩვენი კონტინენტისთვის უკრაინასა და რუსეთში განვითარებული მოვლენები არის კატასტროფა. დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ. მე აქტიურ კომუნიკაციაში ვარ ნატოს ყველა ლიდერთან და მოვუწოდებ ნატოს ყველა ლიდერის სასწრაფო შეკრებას და აქტიური ზომების მიღებას, ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს”.

დიმტრი კულება-“ეს არ არის მხოლოდ არმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის შემოჭრა, არამედ ეს არის სრულმასშტაბიანი თავდასხმა მრავალი მიმართულებით.უკრაინა ორივე ფეხით დგას სამშობლოს მიწაზე და აგრძელებს სახელმწიფოს დაცხვას.”
