ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში გიორგი ჯახუტაშვილი ყაზახეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს და საჭიროების შემთხვევაში ურჩევს ყაზახეთში საქართველოს საელჩოს მიმართონ.
„განცხადება საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვინც ყაზახეთში იმყოფება! მეგობრებო, ყაზახეთში მიმდინარე მოვლენები სრულად კონტროლის ქვეშაა, თუმცა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ყაზახეთის რესპუბლიკაში შემდეგ ნომერზე: +7 717 224 32 58 – ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი. ნებისმიერი საკითხი, ან ინფორმაცია დახმარების საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქის შესახებ, გთხოვთ შეგვატყობინოთ ტელეფონის საშუალებით, ან მოგვწეროთ ფეისბუქზე, როგორც ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ გვერდზე – Embassy of Georgia to the Republic of Kazakhstan, ასევე აღნიშნულ გვერდზეც (საქართველოში ყაზახეთის საპატიო კონსულის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე)!“, – წერია საპატიო კონსულის განცხადებაში.