სოცილაური პროტესტი თუ სამეფო კარის თამაშები?

სოცილაური პროტესტი თუ სამეფო კარის თამაშები?

დღეს დილით განხორციელებულმა დაკავებამ, უამრავი კითხვა გააჩინა და ასევე უამრავ კითხვას გასცა პასუხი. საპროტესტო აქციების დაწყებიდან, რამდენიმე დღეში დასავლეთის პასიურობის გამო, ექსპერტებში გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს ყველაფერი უკავშირდებოდა, ძალთა ახალ გადანაწილებას, ყაზახეთის პოლტიკურ ელიტაში..

დღეს დილით ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ უშიშროების სამსახურის ახლახან გადაყენებული უფროსი ღალატის ბრალდებით დააკავეს.

კარიმ მასიმოვის დაკავება, მხოლოდ სამი დღის შემდეგ მოხდა, რაც ის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა თანამდებობიდან ახსნა-განმარტების გარეშე გაანთავისუფლა.

მოვლენების ასე შემობრუნება, მკაფიოდ ასახავს ყოფილი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის მტკიცე მოკავშირის, საეჭვო პოლიტიკურ შეთქმულებაში მონაწილეობას და მიანიშნებს ელიტარულ ინსაიდერებს შორის სამეფო კარის თამაშების ალბათობაზე. ერთი შეხედვით უკვე ცალსახად ჩანს, რომ ნაზარბაევის კლანი დამარცხდა და მართვის სადავეები სრულად ხელში აიღო მოქმედმა პრეზიდენტმა.

მასიმოვის დაპატიმრება იმავე ეროვნული უშიშროების კომიტეტმა, ანუ KNB-მ გამოაცხადა, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა 5 იანვარს თანამდებობიდან გათავისუფლებამდე.