აშშ-ში პაციენტს ღორის გული გადაუნერგეს

მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში, 57 წლის დევიდ ბენეტს, რომელსაც გულის უმძიმესი დაავადება და ტერმინალური მდგომარეობა ჰქონდა, ღორის, გენტიკურად მოდიფიცირებული გული გადაუნერგეს.

57 წლის დევიდ ბენეტი გახდა მსოფლიოში პირველი ადამიანი, რომელსაც ცხოველის გული გადაუნერგეს.

7 საათიანი სამედიცინო ოპერაცია მერილენდის საავადმყოფოს ექიმებმა ჩაატარეს. პროცედურისთვის ნებართვა მათ, შეერთებული შტატების მარეგულირებელი კომისიისგან მიიღეს.

ოპერაცია 5 დღის წინ ჩატარდა და პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. აღნიშნული ფაქტი დამაიმედებელ პროგნოზს იძლევა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მხოლოდ აშშ-ში ყოველდღიურად 17 ადამიანი კვდება გულის დონორის მოლოდინში.