პროექტ „Sputnik“ დამფუძნებელი, იგორ პროსვირნინი, გარდაცვლილი იპოვეს საკუთარი სახლის წინ

მოსკოვის ცენტრში, ტვერსკაიას ქუჩაზე, მამაკაცის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ, ის სახლის ფანჯრიდან გადმოვარდა, სადაც სომხური მაღაზია და პუშკინის რესტორანია განთავსებული. წინასწარი მონაცემებით ვებგვერდის Sputnik and Pogrom-ის 35 წლის რედაქტორი იეგორ პროსვირნინი მოკლეს. მოსკოვსკი კომსომოლეცი ჟურნალისტის გარდაცვალების შესახებ მეუღლის მითითებით წერს. პროსვირნინის ახლობლებმა ამოიცნეს ის. როგორც ტელეგრამის არხ „112“-ის თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება, ამ სახლის ბინიდან ყვირილი ისმოდა. მათ ასევე დაინახეს, თუ როგორ ისროლა ვიღაცამ, სავარაუდოდ, ამ ბინის ფანჯრიდან დანა და გაზის ქილა. TASS-ის წყარო სამართალდამცავ ორგანოებში ირწმუნება, რომ დაცემის დროს პროსვირნინს ჰქონდა დანა და სპრეის ქილა. “112”-ის ინფორმაციით, ფანჯრიდან გადმოვარდნილი მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო. ამ დროს ბინაში პროსვირნინის ცოლი იმყოფებოდა.