გერმანიაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულებისა და მათი კონტაქტებისთვის ახალი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა.

ინფიცირებულთა კონტაქტები, რომლებიც აცრილები არიან ბუსტერული დოზით, იზოლაციისგან თავისუფლდებიან. იზოლაციიდან გამოსვლას გერმანელები შვიდი დღის შემდეგ შეძლებენ, თუკი PCR ან სწრაფი ტესტის უარყოფით შედეგს წარადგენენ. გარდა ამისა, კარანტინის ვადა დაინფიცირებისას მცირდება, რათა შემთხვევების მკვეთრი მატებისას რიგ დარგებში პერსონალის დეფიციტი გამოირიცხოს.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, კარლს ლაუტერბახმა ბუნდესრატის სხდომაზე აღნიშნა, რომ პანდემიამ „საკვანძო მომენტს“ მიაღწია. „ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და ამის საშუალებაც გვაქვს. უნდა დავამთავროთ პანდემია გერმანიაში, რამდენადაც ეს შესაძლებელია ამ წელს“,- განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, საუბარია იმაზე, მოხერხდება თუ არა, რომ სამომავლოდ ეპიდემიის აფეთქება მხოლოდ წერტილოვნად მოხდეს და მსხვერპლიც ძალიან მცირე იყოს.

წყარო : Kvira.ge